სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული ახალი სამშვიდობო შეთანხმება ისევ დაირღვა

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ახალი სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა მხარემ ზავი დაარღვია და ჯებრაილის მიმართულებით გახსნა ცეცხლი.

ერევანი ბაქოს საპასუხო ბრალდებას უყენებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პირველმა აზერბაიჯანმა დაარღვია. შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 18 ოქტომბრის 00.00-დან ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო, მხარეებმა გუშინ მიაღწიეს, თუმცა ზავი კიდევ ერთხელ დაირღვა.

პირველად სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე 10 ოქტომბერს, რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმება 24 საათში დაირღვა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

Next Post

გიორგი გახარია: ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას

კვი ოქტ 18 , 2020
ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, ხობში განაცხადა. როგორც პრემიერ – მინისტრმა აღნიშნა, არ უნდა იყოს სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი, […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი