სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს.

„არცახის თავდაცვითი ძალები წარმატებულად უწევენ წინააღმდეგობას თავდასხმებს და მოწინააღმდეგის პირად შემადგენლობასა და ტექნიკას დიდი ზიანი მიაყენეს“, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ამ მომენტისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 370 ჯარისკაცი, 22 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკის 10 ერთეულია განადგურებული.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

Next Post

კოტე აფხაზის ქუჩაზე კაფეში ხანძარი გაჩნდა

ორშ სექ 28 , 2020
კოტე აფხაზის ქუჩაზე, 34 ნომერში მდებარე კაფე „ბლუმში” ხანძარი გაჩნდა – ამის შესახებ Imedinews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი