სკოლებში საზეიმო ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა

უწყებათაშორისმა საბჭომ სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„რეკომენდაცია გასცა დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდეს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

სააკაშვილის წინასაარჩევნო გეგმა - "მწარე გაკვეთილი მივიღეთ - ჩვენ მიერ შერჩეულმა მართულმა მოსამართლეებმა ჩვენივე პოლიტიკური დევნა დაიწყეს“

ოთხ სექ 9 , 2020
9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ – ასე უწოდებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ ხედვას, რომელსაც სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე პუნქტობრივად აქვეყნებს. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს და პროკურატურის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მისი მმართველობის დროს შეჩერებული სასამართლო რეფორმა მისთვის „ჭკუის სასწავლებელი“ და „მწარე გაკვეთილი“ აღმოჩნდა. “1. პოლიცია იქნება სრულად და რეალურად დეპოლიტიზირებული. ამაში […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი