შოთაძეც თავის დროზე წარმოადგენდა იმ რეპრესიულ სისტემას, რომლესაც ქმნიდა ადეიშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი და “ნაცმოძრაობა”

შოთაძეც თავის დროზე წარმოადგენდა იმ რეპრესიულ სისტემას, რომლესაც ქმნიდა ადეიშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი და მთელი “ნაციონალური მოძრაობა”,- ამის შესახებ ფრაქცია ” დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა მთავარი პროკურორისა და აშშ-ის ელჩის შეხვედრის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ელჩთან მისი შეხვედრისა, წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე თვალის დახუჭვას არ აპირებენ.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების ჩატარების პროცესი იყოს თანასწორი. თანასწორში იგულისხმება, რომ ყველა სუბიექტს ჰქონდეს თანაბრად იმ შესაძლებლობების გამოყენების უფლება, რაც თავის მოცულობიდან, თუ თავის შესაძლებლობიდან ექნებათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს იმ ადამიანებზე ზეწოლის განხორციელება, რომელიც უბრალოდ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. სამწუხაროა, რომ შოთაძეზე მიდის საუბარი, რადგან შოთაძეც თავის დროზე წარმოადგენდა იმ რეპრესიულ სისტემას, რომლესაც ქმნიდა ადეიშვილი, მერებაშვილი და სააკაშვილი მთელი “ნაციონალური მოძრაობა” ამ წლების განმავლობაში. ამიტომ დეგნანის შეხვედრის მიუხედავად, შოთაძემ უნდა იცოდეს, რომ ის რაც შეარჩინა “ქართულმა ოცნებამ”, ის რაზეც თვალი დახუჭა პარტიის თავმჯდომარემ, იმ კანონდარღვევაზე, რაც ამ ადამიანებს ჰქონდა წარსულში ჩადენილი, ჩვენ არ ვაპირებთ თვალის დახუჭვას, არც მათ წარსულზე და არც აწმყოზე. ისინი აწმყოშიც ჩადიან დანაშაულს, როდესაც ბიზნეს „კლასტერის“ ინტერესებს იცავენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ შესაძლოა დღეს მიაღწიონ შედეგს, მაგრამ აუცილებლად მოუწევს ყველა იმ ადამიანს პასუხისგება, ვინც შეეხება ქართული საზოგადოების ინტერეს, ვინც დაარევევს ადამიანების უფლებებს. მნიშვნელოვანია დიპლომატიური წარმომადგენლებისგანაც ეს შეხვედრები, მაგრამ ყველა თანამდებობის პირმა, პოლიციელმა, პროკურორმა და მოსამართლემ უნდა იცოდეს, ნებისმიერი გადახვევა კანონისგან იქნება ძალიან მძიმედ დამახსოვრებული და მომავალში ეს გახდება მათი პასუხისმგებლობის საკითხი,”- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. როგორც კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს “გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ მომავალ არჩევნებში მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით”.

Next Post

ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხის მხრიდან, ის უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი – არანარი კვოტები და „იმას ამდენი ადგილი“ და „ამას ამდენი ადგილი“, მე ამის წინააღმდეგი ვარ

ოთხ ივნ 10 , 2020

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მარტი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივი