საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალი ადევნონ რიგი პოლიტიკოსების განცხადებებს და დაიცვან სიტყვის თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

„საზოგადოებრივი მედიის მთავარ ფუნქციას მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება, კანონით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საზოგადოების ინტერესის დაცვას წარმოადგენს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პრინციპები ევროპული საზოგადოებრივი მედიის თითქმის საუკუნოვან გამოცდილებას ეფუძნება და არა სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესის ჯგუფების ლობირებას.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის გარემოებაც, რომ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუტის, როლი და მნიშვნელობა, ქვეყნის უზენაეს კანონში – საქართველოს კონსტიტუციაში არის ასახული.

„ევროპამ უნდა დაიცვას თავისი თავისუფალი მედია, თუ მას უნდა დაიცვას დემოკრატია“, – ამ სიტყვებით შეჯამდა ევროპარლამენტში მოსმენები, თემაზე „დამოუკიდებელი საჯარო მომსახურების მედიის მნიშვნელობა დემოკრატიისთვის ევროპაში“. ასევე აღინიშნა, რომ „ევროკავშირის პრიორიტეტად უნდა იქცეს თავისუფალი მედიის და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაცვა“.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია ქვეყნის ევროპულ კურსთან, სწორედ ამიტომ ეჭვს ბადებს რიგი საარჩევნო სუბიექტების განცხადებები, რომელიც აღიქმება როგორც მედიაზე თავდასხმისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის მცდელობად.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში შექმნილია პოლარიზებული გარემო, როგორც პოლიტიკურ, ასევე მედიასივრცეში, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის გამონაკლისი და ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმიანება საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას და აუცილებლობად მიიჩნევს, მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოუწოდებს მათ, თვალი ადევნონ რიგი პოლიტიკური სუბიექტების შეფასებებს, მათ განცხადებებს და დაიცვან დემოკრატიული ინსტიტუციები და სიტყვის თავისუფლება“, -აღნიშნულია ღია წერილში, რომელიც ეგზავნება საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს, საელჩოებს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს და სახალხო დამცველს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვის სურვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა გუშინ, ნახიდურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამოთქვა. ის პირველი არხის ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა, რომელსაც პასუხი არ გასცა და შემდეგ თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაიხუროს. მოგვიანებით მისი შეხედულება სხვა ოპოზიციონერებმაც გაიზიარეს.

Next Post

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 044 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ორშ სექ 28 , 2020
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 044 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 13 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 439 013 შემთხვევა გამოვლინდა, 42 001 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი