საქართველოში კორონავირუსით კიდევ 170 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

ალექსეი ნავალნი რუსეთში დაბრუნებას აპირებს

სამ სექ 15 , 2020
ალექსეი ნავალნის, რომელიც კომიდან გამოვიდა და თავს უკეთ გრძნობს, გერმანიაში დარჩენა არ სურს და რუსეთში დაბრუნებას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა New York Times გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. რუსი ოპოზიციონერი ქალაქ ტომსკში 20 აგვისტოს ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ის ამ დრომდე ბერლინში Charite-სკლინიკაში იმყოფება. ბოლო დღეებში ნავალნის მდგომარეობა საგრძნობლად […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი