საქართველოში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, 348 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, 348 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5655 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

თბილისის მეტროს მეორე ხაზზე შეფერხებაა

ხუთ ოქტ 8 , 2020
თბილისის მეტროს მეორე ხაზზე შეფერხებაა. ტექნიკური ხარვეზის გამო „სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ვაჟა-ფშაველას სადგურები მგზავრებს ვერ იღებს, – ამის შესახებ Imedinews-ს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს. თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და მოძრაობა მალე აღდგება.

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი