საქართველოს საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხზე პროგრესის მიღწევა მოლაპარაკებების გზით მოხერხდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას გამოეხმაურა.

„საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

სომხეთი და აზერბაიჯანი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

Next Post

კვიპროსის ხელისუფლება მსხვილი ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას აუქმებს

სამ ოქტ 13 , 2020
კვიპროსის ხელისუფლება მსხვილი ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას აუქმებს. ამის შესახებ კვიპროსის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კირიაკოს კუსიოსმა განაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება კვიპროსის მინისტრთა საბჭომ პროგრამის ბოროტად გამოყენების გამო მიიღო. როგორც კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, ე.წ. „ოქროს პასპორტების“ პროგრამა 1-ლი ნოემბრიდან გაუქმდება. აღსანიშნავია, რომ ე.წ. „ოქროს პასპორტების“ პროგრამა ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი