საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს კომპანია KPMG ჩაატარებს

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. გარე აუდიტს აუდიტორული კომპანია KPMG ჩაატარებს. საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს, არჩევანი კონკურსში მონაწილე სამ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას შორის გააკეთა. გამარჯვებულად, საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით KPMG დასახელდა.

„ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს სამი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეული“ წევრი- Ernst&Young, Deloitte Touche-Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა KPMG -მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად სესიაზე წარვუდგენთ“, – განაცხადა კოვზანაძემ.

კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური წინადადებები კომისიის წინა სხდომაზე, ხოლო ფინანსური წინადადებები დღეს, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლების თანდასწრებით გაიხსნა.

Next Post

თამარ ჩუგოშვილი: განსაკუთრებით მიხარია საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტები

ოთხ ივლ 1 , 2020
ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ამაზე მუშაობა დიდი ხანი მიდიოდა. განსაკუთრებით მიხარია გენდერული კვოტები, რომელიც ამ პროექტშია შემოთავაზებული, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. „ასევე მიხარია, რომ უმრავლესობის წევრების ნაწილმა, რომლებიც კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს პოზიცია შეიცვალეს […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი