
საფრანგეთში სკოლის მასწავლებლის, სამუელ პატის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბრალი 7 ადამიანს წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზის ანტიტერორისტული პროკურატურა ავრცელებს.
მისი ცნობით, ექვს ბრალდებულს გამოძიება „ტერორისტული მიზნით ჩადენილი მკვლელობის ხელშეწყობას“ ედავება. ბრალდებულებს შორის არიან მკვლელის, აბდულაჰ ანზაროვის ორი მეგობარი – ნაიმ ბ. და აზიმ ე. მისი კიდევ ერთ მეგობარს, იუსუფ ს.-ს ბრალი „ტერორისტული დაჯგუფების წევრობის“ მუხლით წარედგინა.
ბრალდებულებს შორის ორი არასრულწლოვანია. გამოძიების მტკიცებით, 14 და 15 წლის სკოლის მოსწავლეებმა 350 ევროს სანაცვლოდ ტერორისტს მიაწოდეს ინფორმაცია მასწავლებლის შესახებ, რომელსაც ის სახეზე არ იცნობდა.
16 ოქტომბერს ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში პოლიციამ ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელის, სამიუელ პატის თავმოკვეთილი ცხედარი იპოვა. ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილებზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა. პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში მოკლა, მანამდე ის სამართალდამცველებს ცივი იარაღით დაემუქრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში დაბადებული 18 წლის აბდულა ა არის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.