საფრანგეთში კაცი ბუზის მოკვლას ცდილობდა და საკუთარი სახლის ნაწილი ააფეთქა

საფრანგეთში კაცმა, რომელიც ბუზის დაჭერას ცდილობდა, საკუთარი სახლის ნაწილი ააფეთქა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 80 წელს გადაცილებული მოხუცი ვახშმობას აპირებდა, როცა მწერის ზუზუნმა შეაწუხა. მან ბუზის მოკვლა სპეციალური ელექტრონული მოწყობილობით სცადა, მაგრამ ბუზების საკლავი შემთხვევით გაზის ბალონს მოარტყა, რომელიც ჟონავდა. შედეგად, სახლში აფეთქება მოხდა.

კაცმა სახლიდან დროულად გაღწევა მოახერხა და მხოლოდ ხელი დაიწვა. „ბუზის ბედი უცნობია“, – წერს ადგილობრივი მედია.

Next Post

ბრიტანეთს გერმანიიდან „მთვრალი“ კრაზანები შეესივნენ

ორშ სექ 7 , 2020
ბრიტანეთს გერმანიიდან „მთვრალი“ კრაზანების საშიში სახეობა შეესია, რომლებიც ადამიანებს უმიზეზოდ კბენენ. ამის შესახებ Daily Star წერს . გამოცემის ცნობით, კრაზანების გავრცელების მიზეზი ცხელი, უნალექო ზაფხული გახდა. ამ ფონზე კრაზანა მწიფე ხილს ეტანება და საკვებიდან სითხეს იღებს. ამის გამო მწერები კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ და კრაზანების მიერ დაკბენილი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. გამოცემის […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი