სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ფხენიანში სამხედრო აღლუმი გაიმართა

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში სამხედრო აღლუმი გაიმართა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

ოფიციალური სეულის ცნობით, სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა შეისწავლეს ინფორმაცია აღლუმის შესახებ, რომელიც დიდი ალბათობით „კორეის შრომის პარტიის“ შექმნის 75-ე წლისთავს მიეძღვნა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლოა მთავარი აღლუმის რეპეტიცია ყოფილიყო.

სამხრეთ კორეაში ვარაუდობენ, რომ სამხედრო აღლუმზე ფხენიანი ახალ კონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას ან სხვა ტიპის ბირთვულ იარაღს წარადგენს.

Next Post

არჩილ თალაკვაძე: ძნელად წარმომიდგენია, რომ ზუგდიდი იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც ირაკლი ჩიქოვანია

შაბ ოქტ 10 , 2020
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე მოსახლოებას ის გეგმები გააცნეს, რის განხორციელებასაც მმართველი გუნდი აპირებს. ,,ყულიშკარის მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შევხვდით, იყო ძალიან კარგი შეხვედრა, საზოგადოებას აქვს იმედი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ ისევ გავაგრძელოთ ის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი