სამეგრელოში პრესტური „აღმოაჩინე ის რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში“ მოეწყო

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი „აღმოაჩინე ის რაც შენია “ გრძელდება.

რიგით მესამე ტური სამეგრელოში მოეწყო. სხვადასხვა მედიასაშუალებების ოცმა წარმომადგენელმა ოკაცეს ჩანჩქერი, (კონჩხა), კოლხეთის ეროვნულ პარკი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე მოინახულეს. ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა, ბლოგერებმა და ოპერატორებმა ზუგდიდში ზიპლაინით ისარგებლეს, ენგურის წყალსაცავზე კი კატერით გაისეირნეს. პრეს-ტურის ფარგლებში ეწვივნენ აბსნაძეების კერამიკის სახელოსნოს, დაათვალიერეს მიურატების საოჯახო სასტუმრო და მარანი სოფელ ჭკადუაში.

„საქართველოში შიდატურიზმი 15 ივნისს გაიხსნა და შიდატურიზმის პოპულარიზაციისა და სტიმულირების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს პროექტს „აღმოაჩინე ის რაც შენია.“ ამ პროექტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები სამეგრელოში იმყოფებოდნენ, რათა საუკეთესო კუთხით წარმოეჩინათ ის უნიკალური ტურისტული პროდუქტები, რომელიც ამ რეგიონს გააჩნია. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან საინტერესო ადგილებია სამეგრელოში აღმოსაჩენი. გარდა იმისა, რომ მათ სამეგელოში შეუძლიათ დააგემოვნონ უნიკალური ადგილობრივი კერძები, ასევე შეუძლიათ ეწვიონ პალიასტომის ტბას, ენგურის წყალსაცავს, სადაც უკვე შესაძლებელია ნავებით გასეირნება. სამეგრელში გელოდებათ ძალიან ბევრი სათავგადასავლო აქტივობა, რაც ძალიან პოზიტიურს გახდის თქვენს მოგზაურობას.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო. „აღმოაჩინე ის რაც შენია“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ახდენს. ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული სექტორის განვითარებას, როგორიცაა სასტუმროები, კვების ობიექტები, სატრანსპორტო კომპანიები, გიდები და ა.შ.

Next Post

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2024 წელს სრულფასოვნად აღდგება და დამთვალიერებლებს მიიღებს

პარ ივლ 10 , 2020
პარიზის მრავალსაუკუნოვანი ღვთისმშობლის ტაძარი ისევ ისეთივე ძველებური ვიზუალით აღდგება და განახლდება, როგორც ის იყო ზუსტად 1 წლის წინ, როდესაც შენობის 70 % დაიწვა. 2019 წლის აპრილში ცეცხლის შედეგად აღნიშნული ტურისტული და კულტურული ღირსშესანიშნაობის სახურავი და კედლები თითქმის სრულად დაიწვა- შემზარავ ფაქტს- ტაძრის დაწვას პირდაპირ ეთერში უყურებდა მთელი მსოფლიო სატელევიზიო ლაივ […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი