სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აქედან 8 შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდს, მათ შორის 2 არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ხოლო 6-ზე ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს.

2 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

1 შემთხვევა დაფიქსირდა ჩოროწყუს მუნიციპალიტეტში, მოქალაქე ცხელებით იმყოფებოდა რუხის კლინიკაში, ასევე 2 ტრაილერის მძღოლია, მათგან ერთი ქვემო წალკაში მცხოვრებია, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 212-ს შეადგენს.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 64 კოვიდპაციენტი გადის, აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 31 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, ყველა ზუგდიდის მცხოვრებია.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 110 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6119 ადამიანი, გარდაიცვალა 78 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5971 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ხაშურში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

შაბ ოქტ 10 , 2020
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად, ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სააგენტოს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათი პრობლემები მოისმინა. „მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ 30 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უახლოეს მომავალში გადაეცემა. დევნილებისთვის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი