სალომე ზურაბიშვილი არჩევნების თარიღის დანიშვნაზე განკარგულებას გამოსცემს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ხვალ ბრძანებას გამოსცემს და არჩევნების თარიღს დანიშნავს.

მმართველი პარტიის განცხადებით, ეს საკითხი, რომ არ გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი, კონსტიტუციაში დაკონკრეტდა არჩევნების ჩატარების კონკრეტული თარიღი და ეს არის 31 ოქტომბერი.

31 აგვისტოს პრეზიდენტი დანიშნავს არჩევნებს და ის 31 ოქტომბერს გაიმართება, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„არჩევნების დანიშვნის თარიღი და თვითონ არჩევნების ჩატარების თარიღი განისაზღვრება კონსტიტუციით და საარჩევნო კოდექსით. 31 აგვისტოს პრეზიდენტი დანიშნავს არჩევნებს და ის 31 ოქტომბერს გაიმართება, როგორც ეს არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად თანაბარ, თანასწორ, მშვიდობიან, სამართლიან გარემოში და ამისათვის ჩვენი პარტია ყველაფერს გააკეთებს.

ჩვენ მუდმივად გვესმოდა წინა არჩევნებზეც და ახლაც სპეკულაციური განცხადებები, თუმცა ამ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. გარწმუნებთ, რომ თუ ოპოზიციის მხრიდან არ იქნება რაიმე ტიპის პროვოკაციული ნაბიჯები, მთელი კამპანია გაგრძელდება ზუსტად ისეთ კონსტრუქციულ და მშვიდ გარემოში, როგორც ახლა ატარებს მას ჩვენი პოლიტიკური პარტია. აქედან გამომდინარე ყველას მოვუწოდებ, რომ არ განახორციელონ რაიმე ტიპის პროვოკაციული ქმედებები და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში“, – განაცხადა კობახიძემ.

Next Post

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ბათუმში, მაჟორიტარობისთვის, ლევან ვარშალომიძე იბრძოლებს

კვი აგვ 30 , 2020
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ბათუმში, მაჟორიტარობისთვის, ლევან ვარშალომიძე იბრძოლებს. მისი თქმით, ესაა გუნდის გადაწყვეტილება და სწორედ ამისთვის, საქართველოსთვის და წვეყნის უკეთესი მომავლისთვის დავრუნდა ქვეყანაში. “ეს იყო ჩემი გუნდის გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ ვიბრძვით არა თანამდებობებისთვის, არამედ საქართველოსთვის” – განცხადა ვარშალომიძემ.

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი