სალომე სამადაშვილი : მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის

საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, რადგან არაორდინალურ ვითარებაში ვართ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ ვიცით, რეალურად რა სისტემით ჩატარდება არჩევნები და ეს ართულებს პოლიტიკურ დღის წესრიგს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, მაჟორიტარების კანდიდატებზე ჯერ საბოლოო პოზიციები ჩამოყალიბებული არ არის.

„მიდის მსჯელობა ბევრ საკითხზე. არ ვიცით, რომელი სისტემით ჩატარდება არჩევნები, საბოლოოდ კონსტიტუცია შეიცვლება თუ არა, ამიტომ მაჟორიტარების კანდიდატებზე ჯერ საბოლოო პოზიციები არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა გადაწყვეტილია, რომ მეორე ტურების შემთხვევაში ოპოზიცია მხარს დაუჭერს ერთმანეთის კანდიდატურებს. ვიდრე არ არის ყველაფერი სხვა გარკვეული, რათა ჩვენ ვიცოდეთ, რა პოლიტიკური ლანდშაფტი იქნება რეალურად ქვეყანაში ოქტომბრისთვის, ვფიქრობ, ადრეა რაიმე საბოლოო პოზიციების დაფიქსირება. საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, რადგან არაორდინალურ ვითარებაში ვართ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე არ ვიცით, რეალურად რა სისტემით ჩატარდება არჩევნები და ეს ართულებს პოლიტიკურ დღის წესრიგს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Next Post

გია ბარამიძე : ნებისმიერ თანამდებობაზე საუბარი, ახლა სირცხვლია! რაც შეეხება საერთო მაჟორიტარებს, ერთამანეთის მხარდაჭრა მნიშვნელოვანია

სამ ივნ 2 , 2020
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, მოცემულ ვითარებაში ყოველგვარ თანამდებობებზე, მათ შორის პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატზე საუბრი, აბსოლუტურად უადგილოა.„შემქნილ მდგომარეობაში, თანამდებობების გადანაწილებაზე საუბარი, წარმოუდგენელია. ეს თემა არაა დღეს ხალხისთვის საინტერესო. როცა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი თანამოქლაქეები ამხელა ეკონომიკური, ფინანსური პრობლემების წინაშე დგანან, მთავარი თემა მათთვის დახმარების გაწევაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მარტი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივი