საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე 15,5 კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე 15.5 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა: მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი 15.5 კმ-იანი (კმ19,5-კმ35) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა: მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები.

ასევე გატარდა უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 876 269 ლარი შეადგინა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Next Post

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 45 კოვიდინფიცირებული პაციენტიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია

შაბ ოქტ 10 , 2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკაში 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. „ამჟამად, ჩვენს ცენტრში გახლავთ 45 კოვიდინფიცირებული. აქ დინამიური პროცესია, დღის განმავლობაში, მონაცემები იცვლება. აქედან 7 გახლავთ მძიმე, კრიტიკულია 3 პაციენტის მდგომარეობა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მიმდინარეობს მათზე მეთვალყურეობა“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ. სულ საქართველოში […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი