საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ ხმა 5-მა დეპუტატმა მისცა

პირველი მოსმენის დროს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ ხმა 5-მა დეპუტატმა მისცა. ესენი არიან ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და ადა მარშანია. ცვლილებებს მხარი 91-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სხდომაზე იმყოფებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ირაკლი აბესაძეს, აკაკი ბობოხიძეს, გიგა ბოკერიას, გიგა ბუკიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ლაშა დამენიას, ოთარ დანელიას, გოჩა ენუქიძეს, გიორგი კანდელაკს, სერგი კაპანაძეს, ზაზა კედელაშვილს, ზვიად კვაჭანტირაძეს, სოფო კილაძეს, ლევან კობერიძეს, ირმა ნადირაშვილს, კობა ნარჩემაშვილს, ბექა ნაცვლიშვილს, რამაზ ნიკოლაიშვილს, კახა ოქრიაშვილს, გია ჟორჟოლიანს, სერგო რატიანს, გიორგი ტუღუშს, გედევან ფოფხაძეს, ლელა ქებურიას, მირიან წიკლაურს, ზურაბ ჭიაბერაშვილს და მარიამ ჯაშს.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ეუთოს რეკომენდაციებს ეფუძნება. რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიაკამპანიასა და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს შეეხება. ცვლილებები ეხება პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას და გენდერულ კვოტებს.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის მიერ საბოლოო, მესამე მოსმენით 29 ივნისს მიღებულ კონსტიტუციურ კანონს ეფუძნება. კანონის თანახმად, პარლამენტის 150 წევრიდან პროპორციული სისტემით წესით აირჩევა 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატი და მაჟორიტარულით 73-ის ნაცვლად 30.

პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

Next Post

მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ოთხ ივლ 1 , 2020
ევროკავშირის მიერ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში საქართველოს შეყვანის შემდეგ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს, – საზღვრების გახსნასა და რეგულარულ ფრენებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში საქართველოს შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი