რიოს კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, რიო-დე-ჟანეიორს კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, – ამის შესახებ BBC ორგანიზატორებზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ გამოსავალს. ჯერ არ ვართ დარწმუნებული, რომ კარნავალის ზუსტი თარიღის დათქმა შეგვიძლია”, – ამბობს სამბას ლიგის პრეზიდენტი ხორხე კასტანეირა.

რიოს კარნავალის ჩაშლამ არაერთი ადგილობრივის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს იმ ოჯახებზე იქონიებს გავლენას, რომლებიც ამ ღონისძიებიდან შემოსავალს იღებენ. ტურიზმი ბრაზილიის მშპ-ს დაახლოებით 8% -ს შეადგენს.

რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელიც რიოს ქუჩებში იმართება და მასში ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს. ესაა ყველაზე დიდი კარნავალი მთელ მსოფლიოში. პირველი ფესტივალი 1723 წლით თარიღდება.

2021 წლის კარნავალი თებერვალში უნდა ჩატარებულიყო.

Next Post

Facebook-მა რუსეთთან დაკავშირებული ყალბი გვერდები და ანგარიშები წაშალა

პარ სექ 25 , 2020
Facebook-მა სოციალური ქსელიდან რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა.Facebook-ში ამბბენ, რომ ყალბი ანგარიშები და გვერდების სამიზნეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, წარმოადგენდა. ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთიდან იმართებოდა და მათი მიზანი საკუთარი კონტენტის გავრცელება იყო შეერთებულ შტატებში, სირიაში, უკრაინაში, სომხეთსა და ბელორუსში მიმდინარე პროცესებზე და ასევე ნატოზე. […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი