Reuters: ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში სამიზნეები დაბომბა

​ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში სამიზნეები დაბომბა. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების სამიზნე ორი ობიექტი გახდა.

კერძოდ იერიში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაჯგუფების მიერ კონტროლირებად საწვრთნელ ცენტრზე მიიტანეს. ისრაელის სამხედროების განცხადებით, 10 ავიადარტყმა განხორციელდა.

გამოცემის ცნობით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც არაბული ანკლავიდან ისრაელის ქალაქ აშდოდის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს.

დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხრეთით დასახლებულ პუნქტებში განგაშის სიგნალები ისევ ჩაირთო, რაც ღაზის სექტორიდან რაკეტების გაშვების დროს ხდება.

Next Post

პრემიერ-მინისტრმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ოთხ სექ 16 , 2020
საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს (UNWTO) სხდომას მასპინძლობს. სხდომა სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა. ის ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ესპანეთის საზღვრებს გარეთ, რომელიც სხდომას მასპინძლობს. „მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი