რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ბათუმელ ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, ფარნავაზ მეფისა და მელიქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდნენ.

როგორც, ტიტე აროშიძემ აღნიშნა, აღნიშნულ ტერიტორიებზე, ინფრასტრუქტურა სრულად არის მოწესრიგებული, თუმცა არის რიგი სოციალური პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს.

„კარგად მესმის, რომ დღესდღეობით იდეალური სოციალური ფონი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა სირთულეები იქნას დაძლეული. მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრები და ორმხრივი კომუნიკაცია მაძლევს საშუალებას, ერთად დავსახოთ გამოწვევების გადაჭრის გზები და თითოეული ამომრჩევლის გულისტკივილი მივიტანო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანომდე“- განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, მოსახლეობას სამოქმედო გეგმა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

Next Post

საქართველოს საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხზე პროგრესის მიღწევა მოლაპარაკებების გზით მოხერხდება

შაბ ოქტ 10 , 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას გამოეხმაურა. „საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას“, […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი