დავით ზალკალიანი: ჩვენი და აშშ-ის სურვილია, ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ავიდეს იმ მაღალ ნიშნულზე, რომელზეც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ცალსახად უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც დიდწილად იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი აშშ-დან საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, აშშ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს.

„მისასალმებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უაღრესად პოზიტიურად აღიქვამს იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ქვეყანაში ეკონომიკის გაჯანსაღების კუთხით, ასევე ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი დამატებითი ინვესტიციის მოზიდვასთან დაკავშირებით.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ის დინამიკა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, ეკონომიკის მიმართულებით, კულტურის თვალსაზრისით და ხალხთაშორისის ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით, არის მთლიანად ის ჩარჩო, რაც ჩვენს სტარტეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ უფრო აღრმავებს.

საქართველოს ხელისუფლება ცალსახად აცხადებს, რომ ჩვენი და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სურვილია, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ავიდეს იმ მაღალ ნიშნულზე, რომელზეც არის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ეს ანგარიში, რომელიც გამოიცა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, კიდევ ერთი დამხმარე ბერკეტი იქნება ამ მიზნის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლებლობას გახსნის ამერიკული ბიზნესის საქართველოში კიდევ უფრო ფართოდ წარმოდგენის მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ წინა მთავრობის დროს ადგილი ჰქონდა ქონების გადაცემის შემთხვევებს, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ ხდებოდა იძულებითი წესით.

Next Post

"ხელისუფლება ახლა ვერც ვირუსს აკავებს, ეკონომიკას კიდევ უფრო ცუდ ვითარებაში აგდებს, ბიზნესს კი კლავს"- რომან გოცირიძე

ხუთ სექ 10 , 2020
საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობას ოქროს შუალედი უნდა დაეჭირა და ისე ებრძოლა პანდემიის წინააღმდეგ.როგორც გოცირიძე “ნიუპოსტთან” ამბობს, მათ ისეთი წესები და რეგულაციები უნდა შეემუშავებინათ, რომელიც პანდემიის გავრცელების წინააღმდეგაც იქნებოდა მიმართული, მაგრამ ბიზნესსაც არ აზარალებდა.„მთავრობის მუშაობა მაშინ იქნებოდა ეფექტიანი შეზღუდვები ისე დაეწესებინა, ეკონომიკისთვის ნაკლები ზიანი მიეყენებინა. […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მარტი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივი