რატი იონათამიშვილი: არჩევნების გადადების საფრთხე დღეს ნამდვილად არ არის

არჩევნების გადადების საფრთხე დღეს ნამდვილად არ არის და იმედი მაქვს, არც დადგება დღის წესრიგში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ამაზე ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, „რომლებსაც არ აინტერესებთ და არც აინტერესებდათ არჩევნები რომ ჩატარებულიყო“.

„არჩევნების გადადების საფრთხე დღეს ნამდვილად არ არის და იმედი მაქვს, არ დადგება დღის წესრიგში. ამაზე ახლა ძირითადად ხელმოცარული ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, რომლებსაც არ აინტერესებთ და არც აინტერესებდათ არჩევნები რომ ჩატარებულიყო. ისინი კორონავირუსის პანდემიის დროს ვირუსის მხარეს იკავებდნენ და ყველა მნიშვნელოვანი პერიოდის დროს უფრო საქართველოს წინააღმდეგ გამოდიან, ვიდრე მხარს უჭერენ. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად მათი სურვილებისა, ამის საჭიროება არ დადგება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

Next Post

დავით ზალკალიანი: ჩვენი და აშშ-ის სურვილია, ეკონომიკური თანამშრომლობის დონე ავიდეს იმ მაღალ ნიშნულზე, რომელზეც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა

ხუთ სექ 10 , 2020
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის ცალსახად უაღრესად პოზიტიური გზავნილი, რომელიც დიდწილად იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი აშშ-დან საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, აშშ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს პოზიტიურად აფასებს. „მისასალმებელია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი უაღრესად პოზიტიურად აღიქვამს იმ […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი