ქუთაისში კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისში კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების კლასტერს უკავშირდება.

გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ყველა შემთხვევაში წყარო იდენტიფიცირებულია და ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

პარალალურად გრძელდება მასობრივი ტესტირება საველე კარავში, თუმცა შესაძლოა კარავი რამდენიმე დღეში აიღონ, რადგან მიმართვიანობამ იკლო და ახალი შემთხვევები იქ აღარ გამოვლენილა.

ლაბორატორიაში სულ 900-მდე ანალიზი გაკეთდა. მათ შორის გადმოიგზავნა ბიოლოგიური ნიმუშები ცაგერიდან, სადაც ერთ პირს დაუდასტურდა კორონავირუსი.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Next Post

პენიტენციური სამსახური: ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე პატიმარს, არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება სიცრუეა

სამ სექ 15 , 2020
პენიტენციარული სამსახური ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს რამდენიმე პატიმარს, არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება სიცრუეა. „2020 წლის 13 სექტემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე პატიმარს, მათ შორის ბ. გელხაურს, არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. ბ. […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი