„ქართულმა ოცნებამ“ წალენჯიხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარუდგინა

„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” წალენჯიხაში, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა.მხარდამჭერებს კანდიდატი პრემიერ-მინისტრმა, პარტიის გენერალურმა და აღმასრულებელმა მდივნებმა წარუდგინეს.

ალექსანდრე მოწერელიამ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას და დეტალურად ისაუბრა იმ პროგრამებზე, რასაც ამ მიმართულებით სახელმწიფო ახორციელებს.

„წალენჯიხაში ეკონომიკის წამყვანი დარგები ყოველთვის იყო მრეწველობა და სოფლის მეურნეობა და დღეს, როდესაც სახელმწიფო წარმოებისა და აგრარული სფეროს მხარდაჭერის ასეთ ქმედით, ეფექტიან პროგრამებს გვთავაზობს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ წალენჯიხა გახდეს მაგალითი დანარჩენი რეგიონებისათვის, როგორც საუკეთესო გამოცდილებისა და სათანადო ექსპერტული ცოდნის მფლობელი, თანამედროვე მეთოდებით მომუშავე, კონკურენტუნარიანი და მზარდი შემოსავლების მქონე მუნიციპალიტეტი. ამის მიღწევა ინდივიდუალურად, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის და მეურნეებისთვის ძალიან რთულია, მაგრამ ერთობლივად და ორგანიზებულად, სახელმწიფოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით მასშტაბური წარმატების მიღწევას და მთელი რიგი დარგების წამოწევას შევძლებთ. ეს იქნება ჩემი უმთავრესი საზრუნავი და თქვენი იმედიც მაქვს, რადგან ვიცი თქვენი შრომისმოყვარეობის და საქმისადმი ერთგულების ამბავი, ჩვენ ერთობლივი მონდომებით ამ საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ“, – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

მან ასევე მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის პროგრამებზე, განათლებაზე და ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ალექსანდრე მოწერელიას ჩხოროწყუსა და მარტვილშიც წარადგენს.

Next Post

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია, პოლიტიკურ გუნდთან ერთად ზუგდიდი ვაქციოთ ერთ-ერთ კომფორტულ ქალაქად

შაბ ოქტ 17 , 2020
დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი წარადგინა. პრეზენტაციას საქათველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ. შეხვედრა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გახსნა. ამომრჩეველთა წინაშე სიტყვით გამოვიდა დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი. „მოგესალმებით ზუგდიდელებო, ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, დღეს ვიყო წარდგენილი აქ, თქვენს წინაშე. მე, ირაკლი ჩიქოვანი ვარ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი