
„ქართული ოცნება“ წალკის, დმანისის და ბოლნისის მოსახლეობას დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს. წალკაში 15.00 საათზე იგეგმება ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის წარდგენა, რომელსაც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.
დმანისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს 18.45 საათზე წარადგნენ, 20.00 საათზე კი მმართველი პარტია გოგი მეშველიანს ბოლნისის მოსახლეობას წარუდგენს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატს წარმატებული განვლილი საქმიანობა და გამოცდილება აერთიანებს.
„ქართულმა ოცნებამ“ გუშინ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე წარადგინა.