პროკურორი: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით თამარ ბაჩალიაშვილის ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი გამოირიცხა

დღეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„აქ საუბარია მისი სხეულის მიმართ რაიმე დაზიანებების განხორციელებაზე ან ინექციაზე, რომელიც, სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ, ვერსიის სახით განიხილებოდა. როგორც დღეს გაჟღერებული, ასევე, სხვა საექსპერტო დასკვნით, დგინდება, რომ მის მობილურ ტელეფონში პროგრამული უზრუნველყოფის რაიმე საშუალება, რომელიც იძლევა ლოკაციის განსაზღვრის საშუალებას, გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც, გამოირიცხა ვერსია, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილი რაიმე კონკრეტულ ადგილს ეძებდა, რომლიც, შეიძლებოდა, მისთვის ელექტრონულად გამოეგზავნათ“ – განაცხადა პროკურორმა.

თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

Next Post

ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს

პარ სექ 18 , 2020
ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს. 38 კვირის კოვიდდადებითი ორსული „კლინიკა ბომონდში“ ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს. კლინიკაში შეყვანის მომენტში ორსულს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორსულს დახმარება კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ გაუწიეს. „დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი