პრემიერის თქმით, 1-ლი ივლისიდან 70 წელს გადაცილებულ პირთა პენსია 250 ლარს, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების კი 300 ლარს მიაღწევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 1-ლი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პირების პენსია მიაღწევს 250 ლარს, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების პენსია კი 300 ლარი გახდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა წლის დასაწყისში გაცხადებული პენსიების ზრდის პარამეტრების შენარჩუნება გახდა, რომელთა მიხედვითაც 1-ლი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პენსიონერები დამატებით 30 ლარს მიიღებენ და მათი პენსია 250 ლარი გახდება, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერები კი ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და ჩავდეთ დაზღვევის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად, ყოველწლიურად აძლევს ჩვენს პენსიონერებს შესაძლებლობას, რომ პენსია გაიზარდოს. ეს ზრდა იქნება დაკავშირებული როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან“, – განაცხადა პრემიერმა.

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის ხარჯები 15 მლრდ 923 მლნ ლარამდე იზრდება. საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა 2.5%-დან 8.5%-მდეა დაგეგმილი. წელს მთავრობა -4%-იან ვარდნას პროგნოზირებს. ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა პარლამენტში 10 ივნისს დაიწყო.

Next Post

შოკისმომგვრელი ავარია რუსეთში - ძლიერი შეჯახების შედეგად ბავშვი დარტყმამ ფანჯრიდან გაისროლა. ვიდეო

ხუთ ივნ 11 , 2020
რუსეთში, ქალაქ ხაბაროვსკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი მანქანის ფანჯრიდან სავალ ნაწილზე გადავარდა. ადგილობრივი მედია ინციდენტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა, თუ როგორ ცდილობს მიკროავტობუსის მძღოლი წესების დარღვევით მობრუნებს. ამ მომენტში მას სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა. პატარას გადარჩენა თვითმხილველმა მოახერხა, რომელმაც ბავშვი სავალი ნაწილიდან გაიყვანა.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი