პრემიერ-მინისტრმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელი საბჭოს (UNWTO) სხდომას მასპინძლობს. სხდომა სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა. ის ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ესპანეთის საზღვრებს გარეთ, რომელიც სხდომას მასპინძლობს.

„მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენი მასპინძლობა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას აკავშირებს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც სულ უფრო და უფრო ნაყოფიერი ხდება. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სხდომა პირველად ტარდება ესპანეთის საზღვრებს გარეთ და სწორედ საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ პანდემიის გამო ტურიზმს უდიდესი ზიანი მიაყენა, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა წინა წლებში ქვეყანა ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი იყო.

Next Post

საქართველოში COVID19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 ადამიანი

ოთხ სექ 16 , 2020
საქართველოში COVID19-ის 196 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1412 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი