პრემიერ-მინისტრი: იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება

ჩვენ ვერც ერთ შემთხევაში ვერანაირი ტურისტის ფასად ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებთ, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს საერთაშორისო ტურიზმის გახსნის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
„ტურიზმიდან შემოსული იმპორტირებული ინფიცირება შემდგომ ქვეყანას შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ არანაირი ფასი იმ ტურისტს არ ექნება. ამიტომ, აქ ფრთხილი, დაბალანსებული, გონივრული ნაბიჯები, როგორც ეპიდემიოლოგიური რისკების დასაზღვევად, ასევე ეკონომიკის აღსადგენად, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ასე ფრთხილად, გონივრულად, ყველამ ერთად სამშვიდობოს გავიაროთ ეს ყველაფერი“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ასეთი მიდგომის გამო საქართველო პანდემიასთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია და ასეთი ვითარება უნდა შენარჩუნდეს, ამიტომ ჩვენ არ უნდა „გამოვეკიდოთ რისკის შემცველ იდეებს“.

Next Post

Conde Nast Traveler: საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის

ოთხ ივნ 10 , 2020

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი