ფოთის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციის პროცესს მერი გოჩა კურდღელია გაეცნო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთის მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციის პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო.

ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ამუშავებენ ავტობუსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება მგზავრებისთვის უსაფრთხო იყოს.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ უსაფრთხოების ყველა ზომა და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა ლოკაციაზე. მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ის, რომ დღეს საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს ყველა მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება. დეზინფექცია მრავალბინიან კორპუსებს, აგრარულ ბაზარს, საბავშვო ბაგა-ბაღებს, დახურულ და ღია სივრცეებს ჩაუტარდება.

Next Post

ვაშინგტონში ისტორიული ხელშეკრულების ხელმოწერისას ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

ოთხ სექ 16 , 2020
ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის დროს პალესტინელმა რადიკალებმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. ინფორმაციას ამის შსახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს. „ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გამოუშვეს. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მეშვეობით ერთი რაკეტა ჩამოვაგდეთ“, – ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე რაკეტა ქალაქ აშდოდის ერთ-ერთ ქუჩაზე დაეცა, რის შედეგადაც […]

სხვა სიახლეები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი