ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის პირველადი დილერების სისტემა ინერგება

როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, მნიშვნელოვანია ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ინვესტორებს შორის გაჩნდნენ შუამავლები (დილერები), რათა გაფართოვდეს ინვესტორთა ბაზა, გააქტიურდეს მეორადი ბაზარი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის ფასიანი ქაღალდების განვითარებული ბაზარი ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციას.

ამრიგად, სწორედ ბაზრის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, იწყებს პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ამუშავებას.

„პირველად დილერებს ექნებათ შუამავლის როლი ფასიანი ქაღალდების ემიტენტს (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) და ინვესტორებს შორის. ასევე, იზრუნებენ ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციაზე და მეორადი ბაზრის ლიკვიდურობის ზრდაზე ფასების რეგულარული განახლებით, შესაბამისი სავაჭრო და საანგარიშსწორებო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით.

ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც დააკმაყოფილებს ურთიერთგაგების მემორანდუმის 5.1. მუხლში მოცემულ კრიტერიუმებს, პირველად დილერად დანიშვნის განაცხადს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – FO@mof.ge, ხოლო ასლს ეროვნულ ბანკს ელექტრონულ მისამართზე: Monetary.Operations@nbg.gov.ge.

ფინანსთა სამინისტრო, ეროვნულ ბანკთან ერთად, დაადგენს განმცხადებელი ფინანსური ინსტიტუტის ურთიერთგაგების მემორანდუმის 5.1. მუხლში მოყვანილ პუნქტებთან შესაბამისობას და გადაწყვეტილებას აცნობებს განმცხადებელს.

ფინანსთა სამინისტროსგან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, განმცხადებელი ხელს აწერს მემორანდუმს, რათა მიენიჭოს პირველად დილერად მოქმედების უფლებამოსილება. ხელმოწერილი დოკუმენტი ეგზავნება ფინანსთა სამინისტროს. მას შემდეგ, რაც ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს მოაწერენ ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი, ფინანსურ ინსტიტუტს მიენიჭება პირველადი დილერის სტატუსი და უფლება იმოქმედოს სტატუსის შესაბამისად.

პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ურთიერთგაგების მემორანდუმში.

განაცხადების მიღება იწყება მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

Next Post

დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე ორ თვესაც ვერ გაძლებს

ხუთ ოქტ 8 , 2020
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი კამალა ჰარისი კომუნისტია, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მას ოვალურ კაბინეტში მალევე ჩაანაცვლებს. „კამალა კომუნისტია. კომუნისტი უნდა გვყავდეს? ჯოს გვერდით ვიჯექი, მას ვუყურებდი და შემიძლია გითხრათ, რომ ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ორ თვესაც ვერ გაძლებს. მისი გონებრივი შესაძლებლობები საკმარისი არ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი