პანდემიის მიუხედავად საქართველოში ტვირთბრუნვა გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ივლისში სატრანსპორტო დარგებით ჯამურად 22.2 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.6 მლნ ტონით აღემატება.

საანგარიშო პერიოდში, ტვირთბრუნვა გაიზარდა საავტომობილო ტრანსპორტისა და რკინიგზის ხარჯზე. კერძოდ, იანვარ-ივლისში რკინიგზით 6.3 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 0.4 მლნ ტონით აღემატება, საავტომობილი დარგებით ტვირთბრუნვა კი 0,1 მლნ ტონით გაიზარდა და პირველ შვიდ თვეში 15.8 მლნ ტონა შეადგინა.

მნიშვნელოვანი კლებაა, აღნიშნულ პერიოდში, სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. იანვარ-ივლისში სამოქალაქო ავიაცია 8.8 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი გასულ წელს 13.7 მლნ ტონას შეადგენდა

Next Post

იმედია, მკვდარ შვილს მალე შეუერთდები - ჯოკოვიჩის მსხვერპლს თავს სერბები დაესხნენ

ოთხ სექ 9 , 2020
ხაზის მსაჯი, რომელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩმა ყელში ბურთი გაარტყა და დისკვალიფიკაციით დაისაჯა, სერბი ჩოგბურთელის ფანების მსხვერპლიც გახდა.  ერთერთმა სერბულმა საიტმა ქალბატონის “ინსტაგრამ” გვერდის მისამართი გამოაქვეყნა, ხოლო სერბი ფანები გიჟებივით შეესივნენ მსაჯის ფოტოებს და უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუწერეს, ძირითადად სერბულ ენაზე.  განსაკუთრებით მიუღებელი, ალბათ, ქალბატონის გარდაცვლილი შვილის დაცინვა იყო. თუმცა, “ნოლეს” ფანატები […]

სხვა სიახლეები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი