პაკისტანში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას ერთი ოჯახის 19 წევრი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ პაკისტანში, პუნჯაბის პროვინციაში, შეიხუფურას რაიონში სამგზავრო მატარებლისა და ავტობუსის შეჯახებას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ Aljazeera წერს.

დაღუპულები პეშავარის დასახლებაში მცხოვრები მომლოცველები არიან. ისინი ქალაქ შეკჰუპურაში მდებარე ნანკარა საჰიბის სალოცავიდან შინ ბრუნდებოდნენ.

ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ 19-ვე დაღუპული ერთი ოჯახის წევრია.

დაშავებულია კიდევ 8 ადამიანი. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.

მატარებლის მგზავრთაგან არავინ დაშავებულა.

Next Post

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის

პარ ივლ 3 , 2020
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომელიც 20 ივლისიდან ამოქმედდება და განთავსდება ვებგვერდზე. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შვეიცარიის საზღვრები 20 ივლისამდე დაკეტილია“, – აცხადებენ საელჩოში.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი