ჭიდაობაში 23-წლამდელთა 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აღარ ჩატარდება. ტურნირი 23-29 ნოემბერს ფინეთის ქალაქ ტამპერეში უნდა გამართულიყო, თუმცა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით შემოღებული სამოგზაურო შეზღუდვების გამო, მისი გაუქმება გადაწყვიტა. ასევე ცნობილია, რომ წლის ბოლომდე და მომავალ წელს ჩასატარებელ შეჯიბრებზე, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მაყურებლის დასწრება შეზღუდული იქნება.

ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში, 20 სექტემბერს, „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება. ეს დღე 2000 წლიდან აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ის მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში გარემოს ავტომობილების გამონაბოლქვისგან დაცვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას. ამ დღის მთავარი მოწოდებაა – მოქალაქეებმა ერთი დღით თავი შეიკავონ პირადი ავტომობილით სარგებლობისგან, […]

ბრიტანეთის ქალაქ პლიმუტში დანით შეიარაღებულმა 50 წლის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას SkyNews-ი ავრცელებს. თავდასხმა ერთ-ერთი ფაბის სიახლოვეს მოხდა. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის მალე დააკავა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ხურჩასა და კოკში შეხვდა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა დასრულებულია გაზიფიცირების სამუშაოები, ხურცაში აშენდა ახალი ამბულატორია.

საბერძნეთში ციკლონ „იანოსს“ უკვე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქეს კი სახლები დაეტბორა, – ამის შესახებ BBC წერს. უამინდობამ ყველაზე მეტად ათენის ჩრდილოეთის მდებარე რაიონები დააზარალა. ქვეყნის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილია. ქარის სიჩქარემ 120 კმ/სთ შეადგინა. ძლიერმა ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები მოგლიჯა. ზოგ ადგილას კი, მეწერებიც გამოიწვია. […]

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1494 ადამიანი, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი […]

წალენჯიხის მოსახლეობა გაზით ისარგებლებს. მოსახლეობის გამრიცხველიანება დაიწყო. უახლოეს დღეებში ქალაქ წალენჯიხაში, ბუნებრივი გაზის მომხმარებლად დარეგისტრირებულ აბონენტებს ბუნებრივი აირით სარგებლობა შეეძლებათ. დღეს კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი რეგისტრირებული აბონენტის ოჯახში გაზგამანაწილებელი სისტემა დაამონტაჟეს. სამუშაო პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის მოადგილე ცოტნე შონია ადგილზე გაეცნენ. „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019 […]

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნეისბოროში, 96 წლის მძღოლს გზა აებნა და 15 საათი წრეზე დადიოდა, ვიდრე ის საგზაო პოლიციამ არ გააჩერა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. მისი ინფორმაციით, 13 სექტემბერს 96 წლის კაცი და მისი 90 წლის მეუღლე ავტომობილით ერთ-ერთი კომპანიის ოფისში გაემგზავრნენ, რომელიც მათი სახლიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. ერთ-ერთ […]

 უახლოეს დღეებში ქალაქ წალენჯიხაში, ბუნებრივი გაზის მომხმარებლად დარეგისტრირებულ აბონენტებს ბუნებრივი აირით სარგებლობა შეეძლებათ.დღეს კომპანია SOCAR-ის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი რეგისტრირებული აბონენტის ოჯახში გაზგამანაწილებელი სისტემა დაამონტაჟეს. სამუშაო პროცესს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და მერის მოადგილე ცოტნე შონია ადგილზე გაეცნენ.„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ 2019 წელს ქალაქ წალენჯიხაში მასშტაბური სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში […]

ქარელი-ხაშურის ნაგისტრალზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, “ბორდიულთან” შეჯახების შემდეგ კი ამოტრიალდა. ავარიის შედეგად ერთი მგზავრი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, რომლებიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. უცნობია ზუსტად რამდენი მგზავრი იმყოფებოდა მიკროავტობუსში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი