რომის პაპი ფრანცისკე რომში მცხოვრებ ღარიბ და უსახლკარო ადამიანებს კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარებას სთავაზობს. ღარიბები და უსახლკაროები კორონავირუსზე ტესტირებას წმინდა პეტრეს მოედანზე მდებარე კლინიკაში გაივლიან. არქიეპისკოპისი რინო ფიზიკელას განცხადებით, ვატიკანში მდებარე კლინიკაში დღეში 50 ტესტის გაკეთებაა შესაძლებელი, ხოლო ის პირები, ვისი პასუხიც უარყოფითი იქნება, ცნობას მიიღებენ და მათ თავშესაფარში გადაიყვანენ. […]

პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო. შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ამასთან, თალაკვაძემ არ დააკონკრეტა, ოპოზიციურ პარტიებთან მომდევნო შეხვედრა როდის გაიმართება. „ადგილზე და დროზე ინფორმაცია გექნებათ“, – დასძინა თალაკვაძემ. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯო ბაიდენს უცხოელი ლიდერების მიერ გამოგზავნილ წერილებზე წვდომას არ აძლევს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც CNN-ი აღნიშნავს, ტრადიციისამებრ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უცხოელ ლიდერებსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ვინაიდან დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს, მისი ადმინისტრაცია […]

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებით ჯოზეფ ბაიდენი ლიდერობს. BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს 243, მოქმედ პრეზიდენტს კი 214 ხმა აქვს. CNN-ის მონაცემებით, ბაიდენმა უკვე მიიღო კოლეგიის წევრთა 253 ხმა, ტრამპმა კი- 213. FoxNews-ის დათვლით, ბაიდენს 264 ხმა აქვს, ტრამპს კი- 214. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან, სულ […]

ზუგდიდის 67-ე საალქო საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული საჩივრები განიხილა. კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ჯამში 23 საჩივარი დაიწერა, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე და ამომრჩევლების უფლებების შეზღუდვას ეხებოდა. სხდომაზე 6 საჩივარი განიხილეს, ხოლო კომისიამ 12 საჩივარი განუხილველი დატოვა, ვინაიდან მათზე რეაგირება უბანზევე იყო დაყენებული. განხილული საჩივრებიდან 1 სრულად […]

დღეს სასატუმრო „თბილისი მერიოტში“ ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ. ოპოზიციურმა პარტიებმა ამ საკითხზე ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუსის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის […]

მინდა მივულოცო წალენჯიხას ეს ისტორიული დღე, ისტორიულია, რადგან ისტორიაში პირველად, აქ შემოვიყვანეთ ბუნებრივი აირი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, წალენჯიხის რაიონში გაზიფიცირება არასდროს მომხდარა. „ჩვენ ეს შედეგი დაპირებისამებრ განვახორციელეთ. ლოგიკურია, რომ სწორედ აქედან, წალენჯიხიდან მაქვს პატივი, რომ მოკლე ანგარიში მოვახსენო საქართველოს მოსახლოებას, თუ […]

მსოფლიოში კორონავი რუსის გავრცელების მასშტაბები ყოველდღიურად შემძრწუნებელ ნიშნულებს აღწევს. მძიმე ვითარებაა ევროპისა და ამერიკის კონტინეტზე, სადაც ყოველდღიურად ასიათასობით ადამიანი ავადდება კოვიდ 19-ით. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ამერიკაში ინფიცირების 60 789 შემთხვევა გამოვლინდადა დაავადებულთა საერთო რიცხვმა შეადგინა 8 635 955. მიუხედავად ინფექციის ზრდის დიდი მაჩვენებლებისა , გასულ თვეებთან შედარებით საგრძნობლად იკლო […]

თბილისის მერის განცხადებით, არსებული ეპიდვითარების ფონზე, ხალხმრავალი პოლიტიკური შეკრებები, პარტიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ეს გრძნობა არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ და არც ახლა აქვთ. „ეს აჩვენებს ერთ მარტივ რამეს – უპასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მოსახლეობის წინაშე და აქვთ უდიდესი […]

გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკო-ს უკვე 1 500-ზე მეტმა თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა მიმართა, – ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისთვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

მარტი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

კატეგორიები

არქივი