„შევხვდებით არჩევნებზე“ – ამ სლოგანით დასრულდა აქცია რუსთაველის გამზირზე. აქცია – „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო „თბილისი მერიოტიდან“ თავისუფლების მოედნამდე. აქციის მონაწილეთა შორის დისტანციის დასაცავად ორგანიზატორებმა სპეციალური სტიკერები დააკრეს, რომლებზეც რუსეთის პრეზიდენტია გამოსახული. სამოქალაქო აქტივისტების გარდა აქციაზე იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის […]

პარიზში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს შენობას წითელი საღებავები შეასხეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, წითელი საღებავს სიმბოლური დატვირთვა აქვს და იგი კოვიდ-19-ით დაღუპული ადამიანების სისხლს გამოხატავს. საპროტესტო აქციის ძირითადი მოთხოვნა საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკების პირობების გაუმჯობესება და მათთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა იყო. “წლების განმავლობაში ჯანდაცვის მუშაკები გვაფრთხილებდნენ, რომ მათ არ […]

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია საპარლამენტო პარტიებს საარჩევნო სისტემის ცვლილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. „8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგია, რომელშიც დიდი წვლილი შეიტანეს მხარეებს შორის შეხვედრების ფასილიტატორმა საერთაშორისო პარტნიორებმა. შეთანხმებული ვერსია არ არის იდეალური, ვინაიდან არ ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. […]

ჯეიმი ფოქსი ახალ ბიოგრაფიულ ფილმში მაიკ ტაისონის როლს ასრულებსჯეიმი ფოქსმა დაადასტურა, რომ სკანდალური მოკრივის შესახებ ახალ ბიოგრაფიულ სურათში მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ ოსკაროსანმა მსახიობმა მარკ ბირნბაუმთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც Instagram-ზე გამოქვეყნდა. „კი, ასეა. ბიოგრაფიული ფილმების გადაღება მარტივი არ არის, ხანდახან ამისთვის 20 წელია საჭირო, მაგრამ ჩვენ ოფიციალურად წარმატებას მივაღწიეთ“,- განაცხადა ფოქსმა და დასძინა, რომ როლზე […]

უზბეკეთის პრეზიდენტის, შავკატ მირზიოევის გადაწყვეტილებით, თუ ქვეყანაში ჩასული უცხოელი ტურისტი კორონავირუსით დაინფიცირდება, მას კომპენსაციის სახით 3 ათას დოლარს გადაუხდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. პრეზიდენტის ბრძანება ითვალისწინებს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სისტემის შექმნას, რომელიც ტურისტებისთვის „უსაფრთხოების ბალიშად უნდა იქცეს“. აუცილებელი მოთხოვნების შესრულების შემდეგ ტუროპერატორები, სასტუმროები და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ყველა ბიზნესი […]

ჩინეთის პროკურატურის ინფორმაციით, ქვეყანაში დაკავებულ კანადის 2 მოქალაქეს ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. ყოფილი დიპლომატი მაიკლ კოვრიგი და ბიზნესმენი მაიკლ სპევორი 2018 წლის დეკემბერში დააკავეს, მას შემდეგ რაც კანადელმა სამართალდამცველებმა კომპანია Huawei-ის ფინანსური დირექტორი მენ ვანჩჟოუ დააპატიმრეს. ჩინეთში აცხადებენ, […]

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბრიტანელი ექიმების კვლევის შედეგები დექსამეტაზონთან დაკავშირებით COVID-19– ის მკურნალობის პროცესში გარღვევად გამოაცხადა. პრეპარატი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს 1/3-ით ამცირებს. თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერ ნაადრევია. როგორ ხდება ეს ყველაფერი?რემდესივირი, ჰიდროქსიქლოროქინი, დექსამეტაზონი – ყველა ეს პრეპარატი, ერთმანეთის მიყოლებით, COVID-19–ის სამკურნალო ეფექტიან საშუალებად დასახელდა. ყველაფერი კი […]

გენდერულ სტერეოტიპებზე ბოლო დროს საკმაოდ ხშირად საუბრობენ. განსაკუთრებული აქცენტი კი კეთდება იმაზე,  თუ რა გავლენას ახდენს ეს ფენომენი ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გენდერული სტერეოტიპების მიხედვით, ქალი “ზედმეტად ემოციურ” და”მგრძნობიარე” არსებად ითვლება, სენტიმენტების გამოვლენის გამო კი კაცები დაცინვის ობიექტები ხდებიან. საზოგადოებაში დამკვიდრებული ასეთი სტიგმები „ნორმად“ ქცეული გარკვეული შეხედულებების მიხედვით ცხოვრებას გვაიძულებს, ეს […]

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებითი, “მზიურიდან” ზოოპარკამდე საფეხმავლო ხიდი გაკეთდება. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გარდა ამისა, იგეგმება “მზიურის” პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქცია და იქ მედიათეკის მსგავსი პროექტის განხორციელება. ცნობისთვის, მდინარე ვერეს ხეობის მეორე ნაპირისა და “მზიურის” შორის საფეხმავლო ხიდის გაკეთებაზე, ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა. […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი