ოკუპირებული აფხაზეთი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე

კორონა ვირუსი გამო მე- 6 თვეაა რაც ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. აფხაზეთში საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტია.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა გალის რაიონში. ოფიციალური თბილისის არაერთი მოწოდების და საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი გადაწყვეტილების გადახედვას არ ჩქარობს. მათი თქმით ამ ეტაპზე საქართველოსთან ე.წ საზღვირს განხსნა არ იგეგმება

მიმდინარე წლის თებერვალის დასაწყისში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ე.წ. საზღვარი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის არგუმენტით ჩაკეტეს.

ჩვენ ვესაუბრეთ სოციალური ქსელის საშულაებით ოკუპირებლ აფხაზეთში მცხოვრებ თანამოქალაქეს რუსუდან სამუშიას ,რომელიც ღიად აცხადებს ,რომ არსებობს ჰუმინატარული კრიზისი აფხაზეთში და მოუწოდებს ლეგიტიმურ მთავრობას მოხერხდეს დიალოგის საშუალებით პრობლემის გადაჭრა .

ოდიშინიუსი ესაუბრა კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს. ზაქარეიშვილის განცხადებით აუცილებელია დიალოგის გაღრმავება ოფიციალურ თბილისსა და აფხაზეთს შორის მოსკოვის გარეშე და ამით შესაძელებელია ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება.

პრობლემის შესახებ საჯაროდ ვერ საუბრობს გალის საავადმყოფოს ერთ-ერთი მედ-პერსონალი და მისი უსაფრთხოებიდან გამომდიანრე ,,ოდიშინიუსიც“ არ მოახდენს მის იდენტიფიცირებას. ექიმი გვწერს,რომ პრობლემა დიდი ხანია არსებობს ,მისი განცხადებით არ აქვთ სამედიცინო ეკიპირება და ამ პრობლემით უნდა დაინტერესდეს აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინიტრო.

,, აფხაზეთის მთავრობა თავისი ჯანდაცვის არაკომპეტენტური კანტორით საკითხს არც კითხულობს პრობლემებს ვერ შეუქმნი ჩვენს სამსახურს, ყოვლ დღე დიდი ძალისხმევა გვჭირდება ელემენტარული პირობების გასატანად… ყველამ ყველაფერი იცის და არც მაქ არავის იმედი, , მავთულხლართების მიღმა ბევრმა არიცის თუ რა არის სიცოცხლის უფლებებზე ბრძოლა“ წერს საავადმყოფოს თანამშრომელი

აფხაზეთის ა/რ მთავრობას უყურადღებობსა და გუგლრილობაში ადანაშაულებს ,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდოამრე ლექსო გოგოხია. მისი თქმით აფხაზეთის მთავრობის წევრები კორონაპანდემის დროს ერთხელაც არ ჩამოსულან .ე.წ საზღვართან და არ დაინტერესებულან მოქალეების მდოგმარეობით

ბრალდებებს პასუხობენ აფხაზეთის ა/რ მთავრობში, ჯანდაცვის მინიტრის მოადგილის მარინე ონიანის განცხადებით ბრალდებები არის უსაფუძვლო და მისი თქმით სამინტრო 24 საათის რეჟიმში მუშაობს,იმისათვის რომ თავისი ძალებით დაეხამაროს საუკუპაციო რეჟიმის ქვეშ მოქცეულ თითოეულ ადამიანს

ადამიანის უფლებათა ცენტრი (საქართველო) და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავენ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, რაც შედეგად მოჰყვა აფხაზეთის რეგიონისა და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების დახურვას. ცნობისთვის ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსის 134 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 37 ადამიანი, გარდაცვლილია 3.

წყარო: odishinews.ge

Next Post

"ლელო საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ხვალ წარადგენს

სამ აგვ 11 , 2020
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ 12 აგვისტოს მაჟორიტარი დეპუტატებოს კანდიდატებს წარადგენს. მაჟორიტარების წარდგენა ხვალ 12 აგვისტოს 18:00 საათზე, მცხეთაში, არსუკიძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გაიმართება. კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას პარტიის ლიდერების და წევრების გარდა დაესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი