ოკუპანტებმა დღეს დილიდან შიდა ქართლის სოფლებში უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს

ოკუპანტებმა შიდა ქართლში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ახალი ფაქტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

დილიდან ოკუპანტებმა მუშაობა განაახლეს ხურვალეთშიც. ატოცში საოკუპაციო ხაზთან დადგმულია სათვალთვალო კოშკი, ზემო ნიქოზში უკვე არსებულ გამყოფ ღობესთან 5-10 მეტრში ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავლებულია ახალი მავთულხლართი.

ოკუპანტების გააქტიურებას ადასტურებენ ატოცის მცხოვრებლებიც. მათი თქმით თუ აქამდე ო​კუპანტები ტექნიკით მხოლოდ პატრულირების მიზნით გადაადგილდებოდნენ, ბოლო დღეები ისინი სამშენებლო მასალით გამოჩდნენ.

მოსახლეობა საოკუპაციო ხაზთან მიახლოებას ერიდება. საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკვე გააქტიურდა „ცხელი ხაზი“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

სუს განცხადებით, აღნიშნული უკანონო აქტივობა წარმოადგენს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.უსაფრთხოების გარემოს დაზიანების კუთხით, საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები, კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე.

Next Post

ევროპარლამენტარი ჰელმუტ გეუკინგი: საჭიროა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად

სამ სექ 15 , 2020
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებას და საჭიროა საქართველოს ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია რაც შეიძლება სწრაფად. საქართველო უნდა გახდეს სრულფასოვანი წევრი, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ჰელმუტ გეუკინგმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველის შესახებ დებატები გაიმართა. მან ასევე საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა. „ჩვენ ადგილზე ვნახეთ, თუ როგორ გადაიჭრა პრობლემატური საკითხები. საქართველო […]

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი