ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი დღეს გათავისუფლდება

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გუშინ განაცხადა.

ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისა და ზაზა გახელაძის ოჯახებს შეხვდა და შეხვედრის შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შეხვედრა ნოემბრის მეორე ნახევარში ჩატარდება, ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის მუშაობა ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით გაგრძელდება. ის უკვე 76 დღეა უკანონოდ არის დაპატიმრებული.

ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. 19 ივლისს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, 21 აგვისტოს კი მღებრიშვილს უკანონო პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა.

Next Post

დაბა ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები აკონტროლებენ

პარ სექ 25 , 2020
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა. მოსახლეობის შესვლა-გამოსვლას სამართალდამცველები აკონტროლებენ. ადგილობრივებს მუდმივად შეუმოწმებენ ტემპერატურას. სპეციალურად დაბაში მცხოვრებთათვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი. გუშინ დაბა ლაითურში 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა. რაც შეეხება რეგიონს, გურიაში 84-იკოვიდინფიცირებულია. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი