
სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ორ სეტში დაამარცხა ალექსანდრ ზვერევი, რომელიც გერმანიას წარმოადგენს, და ნახევარფინალში გავიდა, სადაც დომინიკ ტიმს შეხვდება. სერბმა 6-3 მოიგო პირველის სეტი, მეორეში კი ტაი ბრეიკზე 7-4 გაიმარჯვა.
ნახევარფინალის საგზური ესპანელმა რაფაელ ნადალმაც მოიპოვა, რომელმაც გუშინ სამ სეტში 6-4 4-6 6-2 დაამარცხა სტეფანოს ციციპასი. ფინალის საგზურისათვის ესპანელი რუს დანილ მედვედევს შეხვდება.