ნინო ბურჯანაძე: უსამართლო არჩევნებს არც საზოგადოება და არც პოლიტიკური ძალები არ დავუშვებთ

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი იმაზე ბევრად დაბალია, ვიდრე „ქართული ოცნების“ ლიდერთა მოლოდინია.

„როგორც ჩანს, 63% რაღაც საკრალური ციფრია ბატონი ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ მახსოვს, მარგველაშვილის არჩევის დროსაც და სხვა არჩევნების დროსაც, მაინც და მაინც 63%-ს ამბობდა, აგვიხსნას იქნება რატომ არა 62 ან 64? ჩანს, რომ ხელისუფლება აბსოლიტურად მოწყვეტილია რეალობას. გუშინ და გუშინწინ დასავლეთ საქართველოში ვიყავი და ბევრ ადამიანს შევხვდი, 64% კი არა, 34% თუ აიღო ხელისუფლებამ ბედნიერი და მადლობელნი იყვნენ, რა თქმა უნდა, ლაპარაკია სამართლებრივად არჩევნების ჩატარების შემთხვევაში. უსამართლო არჩევნებს არც საზოგადოება და არც პოლიტიკური ძალები არ დავუშვებთ. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, ცესკოს დააწეროს ის ციფრები, რაზეც საუბრობს, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ქვეყნისთვის“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

8 ოქტომბერს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

Next Post

გიორგი ვაშაძე: ნახავთ, „ქართულ ოცნებას“ დაბალი რეიტინგი ექნება

პარ ოქტ 9 , 2020
ივანიშვილის განცხადება მიუთითებს, რომ კატასტროფულად ვარდება მათი რეიტინგი და რეალურად აგებენ, უნდათ ასეთი ხელოვნური განცხადებებით შეინარჩუნონ ამომრჩეველი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. „თქვენ ნახავთ, მათ ექნებათ ძალიან დაბალი რეიტინგი, იმიტომ რომ ხალხს ყელში ამოუვიდა გაჭირვება, მანიპულაციები, მოტყუება და ის დანაშუალებები რომელიც ჩაიდინეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 8 ოქტომბერს […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი