ნაზი ჯანეზაშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ სხდომაზე დიმიტრი გვრიტიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტის იდეა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სტანდარტის შემოტანას გულისხმობს, სწორედ იქედან გამომდინარეობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია ნაზი ჯანეზაშვილი, ანუ, მე. გვრიტიშვილის ეს არგუმენტი იყო სხდომაზე გაჟღერებული, – ამის შესახებ ჯანეზაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, გვრიტიშვილია იმ საკითხის ინიციატორი, რომელიც საბჭოს წევრის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას გულისხმობს. „როგორც ჩანს, მისმა იდეამ ასახვა ჰპოვა იმ კანონპროექტში, რომელზეც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იყო მსჯელობა. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, როცა პარლამენტში მოვდივარ და კომიტეტის წევრები იმავე ენითა და არგუმენტებით მესაუბრებიან, როგორც საბჭოს მოსამართლე წევრები და ე.წ. კლანი. ამ პროექტის დამტკიცება, რომელიც საბჭოს წევრის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას გულისხმობს, თუ ის გაასაჯაროებს საზოგადოებისთვის მნიშვნელობის მქონე, საინტერესო ინფორმაციას და კენჭისყრის შედეგებს, რომელიც მოსამართლეების ნომინირებას უკავშირდება, ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს სამართლებრივად გამართული ნორმა არაა და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი ნორმა იწერება იმიტომ, რომ პარლამენტსა და ე.წ. კლანს ერთმანეთთან აქვს ალიანსი და მათ სურთ, რომ დასაჯონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის არამოსამართლე წევრი, რომელიც ხმას იღებს სასამართლოში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. სწორედ ამიტომ მოხდა ამ იდეის კოპირება, რომელიც „კლანის“ გონებაში გაჩნდა და პარლამენტმა გადაწყვიტა, ეს ცვლილებები ასე შემოეთავაზებინათ“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა.

რა ცვლილებებს გულისხმობს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი, ნახეთ ამ ბმულზე.

Next Post

„დინამო თბილისი“: ფარერებზე ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით

ორშ სექ 28 , 2020
„ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით“, – ამის შესახებ „დინამო თბილისის“ განცხადებაშია ნათქვამი. „გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას. რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბს მართავენ მაღალკვალიფიციური […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

ოქტომბერი 2020
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

კატეგორიები

არქივი