ნათია თურნავა: მინდა წალენჯიხას ეს ისტორიული დღე მივულოცო, რადგან ისტორიაში პირველად, აქ ბუნებრივი აირი შემოვიყვანეთ

მინდა მივულოცო წალენჯიხას ეს ისტორიული დღე, ისტორიულია, რადგან ისტორიაში პირველად, აქ შემოვიყვანეთ ბუნებრივი აირი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, წალენჯიხის რაიონში გაზიფიცირება არასდროს მომხდარა.

„ჩვენ ეს შედეგი დაპირებისამებრ განვახორციელეთ. ლოგიკურია, რომ სწორედ აქედან, წალენჯიხიდან მაქვს პატივი, რომ მოკლე ანგარიში მოვახსენო საქართველოს მოსახლოებას, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა. დღეს წალენჯიხა, რომელსაც რამდნიმე თვის წინ შევპირდით, რომ აქ გაივლიდა მილი და იქნებოდა გაზი, დღეს უკვე შეუძლიათ მიმართონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს და ამ სიკეთით ისარგებლონ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Next Post

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

სამ ნოე 3 , 2020
დღეს სასატუმრო „თბილისი მერიოტში“ ოპოზიციურმა პარტიებმა ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს და ხელმოწერით დაადასტურეს, რომ პარლამენტში არ შევლენ. ოპოზიციურმა პარტიებმა ამ საკითხზე ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუსის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი