
19 წლის ფეხბურთელის საქმე – მედიაში ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი გლდანის ციხიდან , რომელიც ნათელს ჰფენს ნიკოლოზ რევაზიშილის თანამესაკნის, კობა ჩიტიძის ჩვენებას.
ჩანაწერი გაკეთებულია მაშინ როდესაც ჩიტიძე და რევაზიშვილი საკანში ჯერ კიდევ ერთად იმყოფებოდნენ. კადრებში კარგად ისმის რას ესაუბრება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული თანამესაკნეს. ჩიტიძე რევაზიშვილს დამაზუსტებელ შეკითხვებს უსვამს და ცდილობს დაადგინოს როგორ გადაადგილდებოდა და რას აკეთებდა არჩილ გაგნიძე საბედისწერო ღამეს. ჩიტიზე რევაზიშვილს ამირხანაშვილთან დაკავშირებითაც ეკითხება და ცდილობს მიიღოს პასუხება იმაზე თუ რა ვითარებაშ და როგორ წამოიყვანეს გურამ ამირხანაშვილი ტერიტორიიდან. რევაზიშვილი აღნიშნულ კითხვაზე ჩიტიძეს ეუბნება, რომ ამირხანაშილს დაუძახეს და წამოიყვანეს ტერიტორიიდან.
ჩიტიძე: რა გინდოდა საგურამოში….რევაზიშვილი: მიგვითითა ჩიქოვანმა რომ იქ უნდა ვყოფილიყავით.
ჩიტიძე: ახვედით, ადგილზე არ დაგხვდათ არავინ.რევაზიშვილი: წამოვედით თბილისში.