მაიკლ კარპენტერი: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს კონგრესის ორივე პარტიის მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა

კენ ბაიდენის ცენტრის დირექტორმა, მაიკლ კარპენტენმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს უკვე მოჰყვა დადებითი შეფასებები კონგრესის ორივე პარტიის მხრიდან.

„მიღებული ცვლილებები დადებითად იქნება აღქმული კონგრესში ორივე პარტიის მიერ. ის შექმნის უფრო წარმომადგენლობით სისტემას. ამერიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობა, რომლებიც საქართველოს მეგობრები არიან კონგრესში, ამ ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდებდნენ მხარეებს და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათი მხრიდან მისასალმებელი იქნება“, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.

Next Post

თურქეთში სეზონურად თვითდასაქმებულებზე ერთჯერადი კომპენსაცია გაიცემა

სამ ივნ 30 , 2020
თურქეთში სეზონურად თვითდასაქმებულებზე ერთჯერადი კომპენსაცია გაიცემა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კომპენსაციის მიმღბთა რეგისტრაცია 15 ივლისს დასრულდება. მისივე თქმით, იჯარის გადასახადისგან 5 თვით გათავისუფლდებიან ე.წ ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები, ასევე თვითმმართველობები განიხილავენ ტურისტულ სეზონზე მოიჯარეებისთვის პირდაპირი წესით საშეღავათო პირობებით ხელშეკრულებების გაგრძელების საკითხს. ასევე, რიჟვაძემ განაცხადა, […]

სხვა სიახლეები

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

აპრილი 2021
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

კატეგორიები

არქივი