მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თურქეთს მოუწოდა, სტამბოლში წმინდა სოფიას ტაძარი მეჩეთად არ გადაკეთდეს.

„ჩვენ თურქეთის ხელისუფლებას ვურჩევთ განაგრძონ აია-სოფიას, როგორც მუზეუმის შენარჩუნება, რაც მათ ვალდებულებას წარმოადგენს, პატივი სცენ იმ კულტურულ ტრადიციებსა და იმ მდიდარ ისტორიას, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკა შექმნეს, და უზრუნველყონ, რომ იგი ღია დარჩეს ყველასათვის“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

მიმდინარე წლის მარტში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს.

“გადასახადის გაუქმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მუზეუმის სახელწოდების ქვეშ, არამედ აია სოფიას მეჩეთის სახელით“, – აღნიშნა ერდოღანმა.

წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე დიდხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესაბამისი დეკრეტის საფუძველზე ის მუზეუმი გახდა და იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.

Next Post

კახა დგებუაძე: ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ყოველთვის ვიმუშავებთ იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიის დონე და ხარისხი უკეთესი გახდეს

ხუთ ივლ 2 , 2020
დემოკრატია მუდმივი პროცესია, დემოკრატიზაციის პროცესს არ აქვს დასასრული და რა თქმა უნდა, საქართველო ჯერ კიდევ ეძებს თავის გზას. დღეს საზოგადოების მოთხოვნა ახალ საარჩევნო მოდელზე გადასვლა იყო, ეს ცვლილება მიღებულია და ახლა მნიშვნელოვანი მისი განხორციელება, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, კახა დგებუაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, მიესალმება იმას, რომ […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

დეკემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  

კატეგორიები

არქივი