მაღაროელმა ლესოტოში 442-კარატიანი ბრილიანტი იპოვა

მაღაროელმა ლესოტოში 442-კარატიანი ბრილიანტი იპოვა, რომლის ღირებულებაც შესაძლოა, 18 მილიონი დოლარი იყოს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

BMO Capital-ის ანალიტიკოსის, ედვარდ სტერკის თქმით, კონკრეტული ფასის დასახელება ჯერ რთულია, ვიდრე ამას სპეციალისტები არ შეაფასებენ, თუმცა აღმოჩენილი ნივთი ანალიტიკოსს ასეთი ვარაუდის საფუძველს აძლევს.

ლეტსინგის მაღარო ცნობილია ბრილიანტების ზომითა და ხარისხით, რომელსაც ის აწარმოებს. აქ ორი წლის წინ, ჯემ დაიმონდსმა აღმოაჩინა გოლფის ბურთის ზომის, 910-კარატიანი ქვა, რომელიც 40 მილიონ დოლარად გაიყიდა.

Next Post

Samsung-მა ახალი ტელეფონი Galaxy Z Fold2 წარმოადგინა

ორშ სექ 7 , 2020
კომპანია Samsung-მა ახალი დრეკადი ტელეფონი Galaxy Z Fold2 წარადგინა. ტელეფონს აქვს განსხვავებული ეკრანი, რომლის მოცულობაც 7,6 დიუმია. Galaxy Z Fold2 -ს აქვს 5 კამერა. ორი კამერის სიმძლავრე 10 მეგაპიქსელია. დანარჩენი კამერების სიმძლავრე კი 12 მეგაპიქსელია. ტელეფონის აქვს პროცესორი Snapdragon 865+, ოპერატიული მახსოვრობა 12 გიგაბაიტს შეადგენს.

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი