
ალექსანდრ ლუკაშენკომ ყველა იმ დაწესებულების დახურვა ბრძანა, რომლის თანამშრომლებიც გაფიცულები არიან.
“ხალხი დამშვიდდება და შემდეგ გავერკვევით, ვინ მოვიწვიოთ ამ დაწესებულებებში უკან”, — განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსში ათეულობით დაწესებულების თანამშრომელი გაიფიცა და პროტესტის მონაწილეებს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ მილიციამ წინასწარ გადაკეტა შესასვლელები და დასაქმებულების ნაწილი დააკავა კიდეც, გაფიცვას ხელი ვერ შეუშალა.

სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ ფოტოების უმეტესობა, სადაც ნაცემი ხალხის ჩანს, დადგმულია და სიმართლეს არ შეესაბამება. ამავდროულად, ის გამოესარჩა მილიციას და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისინი თავის საქმეს აკეთებენ. მეტიც, ლუკაშენკომ მოუწოდა ხალხს, რომ აპატიონ მილიციას, რადგან ისინიც მათი ხალხი არიან.