Lonely Planet-მა საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა

მაღალრეიტინგული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet-ის ობიექტში საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა.

გავლენიანი გამოცემა Lonely Planet მკითხველებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ტურისტული მიმართულებების სიაში: საბერძნეთი, პორტუგალია, ხორვატია, და რუმინეთი შევიდნენ.

Lonely Planet-ის ინფორმაციით ჩამოთვლილ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ სპეციფიკური პროტოკოლები მომზადდა, რაც განთავსების ობიექტების, რესტორნებისა და მაღაზიების ტიპის შენობებში ჰიგიენის წესებს ეხება.

“კორონავირუსის შემთხვევების მიხედვით საქართველო მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთ ყველაზე კარგ პოზიციას იკავებს. საქართველომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სწრაფი ზომები მიიღო. მონაცემების მიხედვით საქართველოში პანდემიის შედეგად ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით დაახლოებით 260-ჯერ ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველო 1 ივლისიდან კონკრეტული ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნას გეგმავს. საკუთარი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით ჯანდაცვის სპეციალურ ზომებს ნერგავს”, – წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი ჯეიმს გაბრიელ მარტინი.

Lonely Planet-ს მსოფლიოში ყოველთვიურად 13 მილიონი მკითხველი ჰყავს, ხოლო სოციალურ ქსელებში სამოგზაურო ჟურნალის გამომწერთა რაოდენობა 12.5 მილიონზე მეტია.

“საქართველომ საერთაშორისო არეალზე უმაღლესი აღიარება და შეფასება მოიპოვა, როგორც უსაფრთხო ტურისტულმა მიმართულებამ, რომელმაც ეფექტური ზომები მიიღო პანდემიის პერიოდში. ეს გამოიხატება ისეთი გავლენიანი გამოცემების აღიარებით, როგორიც არის: Lonely Planet, Washington Post, CNN, Forbes, Conde Nast Travel და ა.შ.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება, იმ წარმატებული საქმიანობის, რომელიც საქართველოს მთავრობამ კოვიდ 19-თან ბრძოლაში გასწია. საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის გახსნა ფრთხილად და ეტაპობრივად მოხდება. ეს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი პუბლიკაციები ჩვენს ქვეყანას კარგ პოზიციონირებას გაუწევს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო არეალზე, როდესაც ტურიზმი ეტაპობრივად აღდგება და ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. პოსტკოვიდურ პერიოდში სამოგზაურო მიმართულებების არჩევისას ტურისტისთვის უსაფრთხო გარემო და ვირუსისგან თავისუფალი ზონა ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება”, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფოტო: Andrew Montgomery / Lonely Planet

Next Post

ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში კორონავირუსისგან დაცვის მიზნით სპეციალური სადეზინფექციო გვირაბი დადგეს

ოთხ ივნ 17 , 2020
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაში ნოვო-ოგარიოვოში კორონავირუსისგან დაცვის მიზნით სპეციალური სადეზინფექციო გვირაბია მოწყობილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ი იუწყება, ნებისმიერ პირს, ვინც რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციას სტუმრობს, აღნიშნულ სადეზინფექციო გვირაბში გავლა უწევს. სადეზინფექციო გვირაბი რუსული კომპანიის მიერ არის შექმნილი. ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 545 […]

ახალი ამბები

საინფორმაციო პორტალი

GLOBALNEWS.GE

პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მოვლენებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ამომწურავად და მიუკერძოებლად აშუქებს. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ დღე-ღამის განმავლობაში ოპერატიულად, მოვლენების კვალდაკვალ ვმუშაობთ.

კალენდარი

სექტემბერი 2020
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

კატეგორიები

არქივი